ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა საკითხები განიხილეს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომაზე?

რა საკითხები განიხილეს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომაზე?

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების ხარისხის კუთხით.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში საუნივერსიტეტო განათლების სისტემის თვისებრივად გარდაქმნის მნიშვნელობას. კომისია უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს კონცეფციას, რომლის საფუძველზე შექმნილ სტრატეგიას დაეფუძნება უმაღლესი განათლების რეფორმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 2028 წლისთვის შესაძლებელია უნივერსიტეტებში როგორც ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება, ასევე სწავლების და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს ათვისებული ყველა რესურსი, რათა 4 წელიწადში თვისებრივად განახლებული სისტემა ჩამოყალიბდეს და ქართველმა სტუდენტმა საქართველოში ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღება შეძლოს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.