ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა საკითხები განიხილა მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე?

რა საკითხები განიხილა მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე?

რა საკითხები განიხილა მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე?
მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მხარეებმა, სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, „დიარჯი“ სისტემის იმპლემენტაციაზე, თანაგადახდის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „დიარჯი“ სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის, აუცილებელია მისი მხარდაჭერა ისეთი მექანიზმებით, რომლებიც უზრუნველყოფს მუდმივად განახლების შესაძლებლობას. მისივე განმარტებით, აღნიშნულ პროცესში, სამედიცინო სექტორს და მათთან აქტიურ კომუნიკაციას მნიშვნელოვანი როლი უკავია.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა, სამუშაო ფორმატში, აქტიურად გაგრძელდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.