ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა საკითხებზე ესაუბრა მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ხელმძღვანელს?

რა საკითხებზე ესაუბრა მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ხელმძღვანელს?

კოპენჰაგენში, ოფიციალური ვიზიტით მყოფი მიხეილ სარჯველაძე, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ხელმძღვანელს, რეხა მენონს შეხვდა.
მხარეებმა, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე, ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამაზე (P4R) იმსჯელეს. ისაუბრეს, საქართველოში, ფარმაცევტული რეფორმის შესახებ. შეხვედრაზე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და შეთავაზებებიც, ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ, მათ შორის - გრძელვადიანი მოვლის უზრუნველყოფის, მედდების განათლებისა და საქართველოში, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შექმნის მიმართულებით.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე.
მიხეილ სარჯველაძემ, დანიის დედაქალაქში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა, საქართველოში, ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, გამართა მაღალი დონის, ორმხრივი შეხვედრები.
სესიაში, მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი სასანია. ასევე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.