ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა საკითხებზე ესაუბრა ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს?

რა საკითხებზე ესაუბრა ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„დიპლომატმა მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება კიდევ ერთხელ მიულოცა.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რასაც ადასტურებს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას. ხაზი გაესვა ჩინელი პარტნიორების ჩართულობას ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში.
პრემიერმა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჩინეთის ელჩს მადლობა გადაუხადა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.