რა რაოდენობის პროტეინი უნდა მივიღოთ და რატომ არის ის აუცილებელი?
რა არის პროტეინი? რატომ არის მნიშვნელოვანი ცილოვანი კვება და რომელი პროდუქტებია მისი წყარო? – ეს ის კითხვებია, რომლებიც სპორტდარბაზში ფეხის შედგმისთანავე ჩნდება.
გარდა ამისა, ცილოვანი კვება წონის კორექციისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ჯანსაღი მეთოდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რა უნდა ვიცოდეთ ცილის, იგივე პროტეინის შესახებ და რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ როგორც ვიზუალურად, ისე ჯანმრთელობის თვალსაზრისით სასურველ შედეგს მივაღწიოთ?
პროტეინი იგივე ცილა ამინომჟავებისაგან შემდგარი ჯაჭვის ერთობლიობაა. საკვებისგანმიღებული პროტეინები საჭმლის მონელების პროცესში ამინომჟავებად იშლება, საიდანაც ორგანიზმი უკვე თავის ცილებს აშენებს. აღმოჩნდა, რომ ადამიანის ორგანიზმი სულ ოცი სახეობის ამინომჟავას მოიხმარს. მათგან 11 ამინომჟავას თვითონაც ასენთიზირებს, ხოლო დანარჩენი ცხრა შეუცვლელი ორგანიზმმა საკვებიდან უნდა მიიღოს.
ცილას უამრავი სასიცოცხლო ფუნქცია აკისრია. იგი ორგანიზმის საშენი მასალაა და კუნთოვანი ქსოვილის საფუძველს წარმოადგენს. ამავდროულად, ის ენერგეტიკულ ფუნქციასაც ასრულებს. საინტერესოა, რომ ცილების ათვისებას უფრო მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე ნახშირწყლების ან ცხიმის. აღნიშნულ ენერგიას კი ორგანიზმი ცხიმის წვის ხარჯზე იღებს. ჭარბ წონასთან ბრძოლაში ცილოვან კვებას წამყვანი როლი სწორედ ამიტომ ენიჭება.
მსოფლიო ბაზარზე სხვადასხვა ცილოვანი დანამატი ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი, თუმცა მისი შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ შემადგენლობას. რეკომენდებულია, უპირატესობა მივანიჭოთ ორგანული ნედლეულისგან დამზადებულ პროდუქტს. პროტეინის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს რძის პროდუქტისგან მიღებული ცილა წარმოადგენს.
რძე ცილის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რადგან ერთი მხრივ, შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას და მეორე მხრივ, ჯადოსნურ ცილას – კაზეინს. ის რძეში შემავალი მთავარი ცილაა. მას, ცილის სხვატიპებთან შედარებით, მონელებისა და ათვისებისთვის ყველაზე დიდი დრო – 6-დან 8 საათამდე სჭირდება, რაც კუნთებში ამინომჟავების გრძელვადიან და სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს. კაზეინის კიდევ ერთი ჯადოსნური თვისება ისაა, რომ იგი ხელს უწყობს კუნთის დაშლის პროცესის შეჩერებას, რაც ძლიერი სხეულის ჩამოყალიბებისათვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ შეიქმნა ცილოვანი პროდუქტი Stay Strongორგანული ცილისაგან – რძისგან. ეს არის ორმაგი ცილა, ერთ ჯადოსნურ ბოთლში, მათთვის, ვისთვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია.
ნელი მონელებისა და ათვისების გამო, კაზეინის მიღება ძირითადად რეკომენდებულია ძილის წინ, ან კვების შუალედებში. ტრენერები ცილოვანი პროდუქტის მიღებას ხშირად ვარჯიშის შემდეგაც გვირჩევენ. Stay Strong-ის მოსახერხებელი შეფუთვა აღნიშნულ რეკომენდაციასაც იდეალურად პასუხობს. დასალევი პროდუქტის მიღება შეგვიძლია როგორც ხემსად, ისე ვახშმად ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში.
პროტეინის სწორი დოზირება
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.