ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა რაოდენობის გადასახადები აკრიფა მთავრობამ აგვისტოში? (bm.ge)

რა რაოდენობის გადასახადები აკრიფა მთავრობამ აგვისტოში? (bm.ge)

2025 წლის აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტში 1.7 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შესრულებამ 14.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 88%-ია.
შედარებისთვის, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში გადასახადების მობილიზება 13 მილიარდი ლარი იყო, რაც წელს შემოსავლების 8%-იან მატებას ნიშნავს, ხოლო აგვისტოში აკრეფილი 1.7 მილიარდი ლარის გადასახადები წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 171 მილიონი ლარით, ანუ 10%-ით მეტია.
კონკრეტული გადასახადების მიხედვით შესრულება ასე ნაწილდება:
· დამატებული ღირებულების გადასახადი - აგვისტოში 674 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾5.15 მილიარდი, 9 თვის გეგმის 86%;
· საშემოსავლო გადასახადი - აგვისტოში 637 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾5 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 90%;
· მოგების გადასახადი - აგვისტოში 150 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾1.87 მილიარდი, 9 თვის გეგმის 79%;
· აქციზის გადასახადი - აგვისტოში 250 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾1.65 მილიარდი, 9 თვის გეგმის 85%;
· იმპორტის გადასახადი - აგვისტოში 11.6 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾95 მილიონი, 9 თვის გეგმის 84%;
· სხვა გადასახადები - აგვისტოში 4 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾443 მილიონი, 9 თვის გეგმის 222%.
შესაბამისად, ძირითადი გადასახადებიდან საშემოსავლო გადასახადის შესრულების ტემპი ყველაზე მაღალია და 8 თვეში 9 თვის გეგმის 90% უკვე მობილიზებულია. თუმცა ჩამორჩენაა მოგების გადასახადში. იმ შემთხვევაში თუკი მიმდინარე თვეში ფინანსთა სამინისტრო 512 მილიონი ლარის მოგების გადასახადს არ ამოიღებს (რაც სამჯერ მეტია აგვისტოს მაჩვენებელზე), მაშინ ამ გადასახადის შესრულების 9 თვის გეგმა ვერ შესრულდება. დღგ-ს 9 თვის გეგმის სრულად შესრულებისთვის კი ფინანსთა სამინისტრომ სექტემბრის განმავლობაში 871 მილიონი ლარის მობილიზება უნდა მოახდინოს, რაც აგვისტოს მაჩვენებელზე 29%-ით, ანუ 197 მილიონი ლარით მეტია. შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ აღნიშნული გადასახადების მიმართულებით 9 თვის გეგმა სრულად ვერ შესრულდეს.
რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, აქ პირიქით გადაჭარბებაა, რადგან 8 თვის განმავლობაში საშუალოდ ბიუჯეტში 620 მილიონი ლარი შედიოდა, მაშინ როდესაც გეგმით ის თვეში 611 მილიონ ლარზე იყო განსაზღვრული.
მთლიანობაში 2025 წელს მთავრობა ეკონომიკიდან 21.9 მილიარდი ლარის გადასახადების ამოღებას გეგმავს - 8 თვეში აქედან 14.2 მილიარდი ლარი, ანუ წლიური გეგმის 65% უკვე ათვისებულია.
bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.