ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა პროექტები განხორციელდა მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში?

რა პროექტები განხორციელდა მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში?

მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 22 400 000 ლარი დაიხარჯა.
მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.
მან ადგილობრივ მოსახლეობასა და სახელმწიფო უწყებებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში, 47 726 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე 12 ქუჩა შეკეთდა კაპიტალურად.
„წლის განმავლობაში აშენდა გრუნტის დამჭერი 6 კედელი. სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები კი ჩატარდა 155 მისამართზე; გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 368 მისამართზე ჩატარდა. გარდა ამისა, 26 მისამართზე სკვერებსა და სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წლის განმავლობაში 159 პროექტი განხორციელდა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 4 ავარიული საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. 30 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა, ხოლო წყალარინების ქსელი 25 მისამართზე შეიცვალა.
მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 8 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
პრეზენტაციაზე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2025 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. ასევე, მისი თქმით, მომავალ წელს იგეგმება ბიუჯეტის გაზრდა, რომლის საშუალებით კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძე, პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა და მოწვეული სტუმრები.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.