ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა პირობებით უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები – ზურაბიშვილი და ოპოზიცია დოკუმენტს გაასაჯაროებენ

რა პირობებით უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები – ზურაბიშვილი და ოპოზიცია დოკუმენტს გაასაჯაროებენ

ახალი არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. რამდენიმე დღეში სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად დოკუმენტს გაასაჯაროებს და “ქართულ ოცნებას” საკუთარ პირობებს შესთავაზებს. იმისთვის, რომ არ განმეორდეს 26 ოქტომბერი, პროცესში ჩართული ყველა მხარე ამბობს, რომ საჭიროა ცვლილებები.
პარტიები თანხმდებიან, რომ ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის სრული დამოუკიდებლობა და მის მიმართ სანდოობა არჩევნების სამართლიანად ჩატარების წინაპირობაა. ქვეყანაში ჩატარებულმა არჩევნებმა კი ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ აჩვენა. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სამუშაო ჯგუფის წევრი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ უნდა შეცვალოს გიორგი კალანდარიშვილი და ის ნეიტრალურმა ფიგურამ ჩაანაცვლოს.
თუმცა, ცესკო არ არის ერთადერთი პრობლემა. 26 ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირებლები მნიშვნელოვან პრობლემებს შორის ასახელებდნენ ზეწოლასა და დაშინებას. ზეწოლის მექანიზმებს შორის განიხილება მოქალაქეების კონტროლი საარჩევნო უბნებზე და უბნებს მიღმა ტერიტორიაზე. ამ პროცესში კი მნიშნველოვანი როლი ძალოვანმა სტრუქტურებმა, უფრო მასშტაბურად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ითამაშა. სუსის ჩარევის აღსაკვეთად კი ივანიშვილისგან პარტიები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ითხოვენ. ხელმძღვანელი პირების გათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.