ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა პერიოდი დასჭირდება საქართველოს მყინვარების საფრთხეების მართვის გეგმის შექმნას?

„ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროცესებისა და ლოკაციების შესახებ ინფორმაცია. ვიცით, ვინ და საიდან უნდა დაიწყოს. ამის შემდეგ გვეცოდინება ცხელი წერტილები და ყველაზე კრიტიკული ადგილები“ – მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანიის „GEOTEST AG“ ექსპერტმა დანიელ ტობლერმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა და შედეგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან გამართულ შეხვედრაზე შეაჯამა.
„რაც შეეხება ნაბიჯებს, პირველი ნაბიჯი მოიცავს კრიტიკული სფეროების საფუძვლიან შემოწმებას, პოტენციური სცენარების იდენტიფიცირებას, ადგილზე პროცესებში აქტიურ ჩართულობას და შემდეგ ამ სცენარების შესასწავლად და მოსამზადებლად სიმულაციების განსაზღვრას. ამ აქტივობებზე დაყრდნობით, უნდა შეიქმნას მონიტორინგის სისტემა, მოხდეს საფრთხის მართვის პრაქტიკასთან ინტეგრირება და მკაფიოდ განისაზღვროს საფრთხეების მართვის გეგმა. ეს წაიღებს ერთ შეიძლება ორ წელს, ჩვენ გვაქვს ადგილები შვეიცარიაში, რომლის დეტალურ შეფასებას სამი წელიც კი დასჭირდა“, - განაცხადა დანიელ ტობლერმა.

პროცესის ხანგრძლივობაზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ შვეიცარიაში კვლავ არის ისეთი რისკის ზონები, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს და ძალიან რთულია პროცესის გააქტიურებისას მოკლე დროში მოქმედება, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში გაფრთხილების სისტემები ნაკლებად ეფექტიანია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.