ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა მოცულობის დენს გამოიმუშავებს/მოიხმარს ქვეყანა 206 წელს? - ელექტროენერგიის ბალანსი დამტკიცებულია

რა მოცულობის დენს გამოიმუშავებს/მოიხმარს ქვეყანა 206 წელს? - ელექტროენერგიის ბალანსი დამტკიცებულია

2026 წლის ელექტროენერგიის ბალანსი დამტკიცებულია. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 8 იანვრით დათარიღებული ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
დოკუმენტი ეხება 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს და გაწერილია, რა მოცულობის ელექტროენერგიას გამომუშავებს და მოიხმარს ქვეყანა წლის განმავლობაში.
დადგენილების მიხედვით, ელექტროენერგიის გამომუშავების საპროგნოზო ბალანსი ჯამურად 14.5 მლრდ კვტ.სთ-ია.
უფრო კონკრეტულად:
· თბოელექტროსადგურები - 2.7 მლრდ კვტ.სთ;
· ქართლის ქარის ელექტროსადგური - 84 მლნ კვტ.სთ;
· მზის სადგურები - 20.3 მლნ კვტ.სთ;
· ჰიდროელექტროსადგურები - 11.7 მლრდ კვტ.სთ;
· იმპორტი - 1.9 მლრდ კვტ.სთ;
· ჯამური რესურსი -16.5 მლრდ კვტ.სთ;
· სასადგურე დანაკარგები - 326 მლნ;
· ქსელში მიწოდება - 16.2 მლრდ კვტ.სთ.
ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული საპროგნოზო ბალანსი კი ასეთია:
· სულ მომხმარებლებზე მიწოდება - 14.9 მლრდ კვტ.სთ;
· აფხაზეთი - 2.6 მლრდ კვტ.სთ;
· თელასი - 240.9 მლნ კვტ.სთ;
· შპს "თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" - 3.4 მლრდ კვტ.სთ;
· 2025 წ. თელმიკოდან ბაზარზე გამსვლელი მომხმარებელი - 32,4 მლნ კვტ.სთ;
· ენერგო პრო ჯორჯია - 591.6 მლნ კვტ.სთ;
· ეპ ჯორჯია მიწოდება - 4.3 მლრდ კვტ.სთ;
· 2025 წ. ეპ ჯორჯია მიწოდებიდან ბაზარზე გამსვლელი მომხმარებელი - 191.3 მლნ კვტ.სთ;
· შპს "თავისუფალი მიმწოდებელი" - 22 მლნ კვტ.სთ;
· პირდაპირი მომხმარებლები - 3.8 მლრდ კვტ.სთ;
· ექსპორტი - 875 მლნ კვტ.სთ;
· ტრანსპორტირების ხარჯი - 318.6 მლნ კვტ.სთ;
· სულ მოხმარება - 15.6 მლრდ კვტ.სთ.
www.bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.