რა მანიფესტმა უნდა გადაარჩინოს “ნაციონალური მოძრაობა”, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია –

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს მმართველი გუნდი რეპუტაციის შენარჩუნების უშედეგო მცდელობად აფასებს. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტია უკვე დიდი ხანია ერთიანი არ არის და პერსპექტივა არც სააკაშვილის სახელით გავრცელებულ ინიციატივას აქვს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” აცდენილია ქართველი ხალხის ინტერესს.
“რა მანიფესტი უნდა დაარქვან, ან რა მანიფესტმა უნდა გადაარჩინოს “ნაციონალური მოძრაობა”, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. ვერანაირი დოკუმენტი, ვერც ვითომ აქტივობა, რეალურად ვერაფერს კარგს ვერ მოუტანს “ნაციონალურ მოძრაობას”, ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, ეს ადამიანები აცდენილი არიან ქართველი ხალხის ინტერესს. სულ ტყუილად იგონებენ ახალ-ახალ თემებს, ვერც მანიფესტი, ვერც ვერაფერი ვერ გადაარჩენს. ერთადერთი, რაც გადაარჩენთ, უნდა ადგნენ, პოლიტიკურად დაიხურონ ქუდი და წავიდნენ სახლში,” – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები