ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა კაცზე, რომელმაც ყოფილი მეუღლე მოკლა და დაწვა?

რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა კაცზე, რომელმაც ყოფილი მეუღლე მოკლა და დაწვა?

ზუ­რაბ ბურ­დულს, რო­მელ­მაც კას­პში, ყო­ფილ მე­უღ­ლეს და­ნით გულ-მკერ­დის და კის­რის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.
ამით სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა. თა­ვად ბრალ­დე­ბულს სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მომ­ხდარ­ზე არ უსა­უბ­რია.
პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბულს შე­რი­გე­ბას სის­ტე­მა­ტუ­რად სთხოვ­და, „უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი გა­ნიზ­რა­ხა მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ვლა”.
და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა 27 სექ­ტემ­ბერს წა­რუდ­გი­ნა.
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 25 სექ­ტემ­ბერს, კას­პში, ბრალ­დე­ბულ­მა და­ნით გულ-მკერ­დის და კის­რის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა ყო­ფილ მე­უღ­ლეს, რის შემ­დეგ ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.
სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა,19-109-ე მუხ­ლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, ჩა­დე­ნი­ლი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბის შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის გამო, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.