რა თქმა უნდა ველი და იმედი მაქვს, რომ ამ კვირაში საქართველოსაც მიენიჭება კანდიდატის სტატუსი – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში იმედოვნებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
მისი განცხადებით, “აშკარაა, რომ არა მხოლოდ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ მთავრობაც ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს”.
“რა თქმა უნდა, ველი და იმედი მაქვს, რომ ამ კვირაში საქართველოსაც მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. მე ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და აშკარაა, რომ არა მხოლოდ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ მთავრობაც ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს – ეს ძალიან კარგია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების გზაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან