რა თანხები გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ? - mmafighting
18 თებერვალს, UFC-ის ქართველმა მებრძოლებმა ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებები მოიპოვეს.
mmafighting.com-ის მიხედვით, თოფურიამ ვოლკანოვსკის დამარცხებისთვის $350 000 მიიღო, საუკეთესო ბრძოლისთვის კი $50 000 დაემატა. მერაბ დვალიშვილს კი სეხუდოს დამარცხებისთვის $210 000 მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა კი შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა და ანაჰეიმში გამართულ UFC 298-ზე სუპერმსუბუქ წონაში ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.