პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა ვითარებაა ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე - ფოტო ეპიცენტრიდან

რა ვითარებაა ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე - ფოტო ეპიცენტრიდან

წუხანდელი უამინდობის გამო ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ჩამოწოლილია მეწყერი, ადიდებულია პატარ-პატარა ხევები (ფშავის ნაწილში) - ინფორმაცია და ფოტოს ფეისბუქ გვერდი ფხოვი ავრცელებს.

სოციალურ ქსელში მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ სანამ არ დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი), ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.