ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა ელით კობახიძეს და ღარიბაშვილს? – სად წავიდა 80 მილიონი? – გიორგი ვაშაძის ცნობით, ივანიშვილი პასუხს ითხოვს

პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის მტკიცებით, რუსული კანონის მიღება და მისგან გამოწვეული პრობლემები “ოცნებაში” დიდი დაპირისპირების მიზეზი გახდა:
“ბიძინა ივანიშვილი ახლა დამნაშავეების ძიებაშია, რადგან ძალიან დიდი ფული დახარჯეს ერთი წლის მანძილზე იმისთვის, რომ შეეცვალათ, ყოველ შემთხვევაში ანგარიში მიუტანეს როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს, რომ ახალგაზრდებში და სხვა ადამიანებში შეცვლილი არის დამოკიდებულება რუსულ კანონთან დაკავშირებით, ჩვენი ინფორმაციით, საუბარია 80-მილიონზე, რომელიც არის დახარჯული ამ საქმეში მათი შავი ფულიდან. ახლა კი ივანიშვილი ითხოვს პასუხს კობახიძისგან და ღარიბაშვილისგან, თუ სად წავიდა ის 80 მილიონი და რატომ ვერ შეძლეს მათ ამ 80 მილიონით ხალხის მოტყუება. მე არ გამოვრიცხავ, რომ კობახიძე მოხსნან, გაათავისუფლონ თანამდებობიდან და კიდევ რაღაც ახალი ტრიუკი ჩაატაროს ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად. თავად ხომ კარგად იციან, რა გარჩევები აქვთ შიდა დისკუსიებში. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენთან კონტაქტზეა გამოსული. ვგულისხმობ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, რომელთაც უნდათ, რომ როგორმე პერსონალურად თავი გადაირჩინონ. დაახლოებით მილიარდი აქვთ მობილიზებული შავი ფული, რომელიც არის სწორედ თქვენი, საქართველოს მოქალაქეებისგან მოპარული ფული, რომელიც აქვთ ახლა მობილიზებული იმისთვის, რომ არჩევნებში დახარჯონ და ხალხის ნება გააყალბონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფული მათ არ უშველით”, – ამბობს მედიასთან ვაშაძე

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.