პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა დაზიანებები აქვს ხიდს, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობდნენ? – “მშენებლობის პროცესშივე არასწორად მოეწყო”

თბილისის მერიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. მერიაში ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე აცხადებენ, რომ ხიდი მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის დასკვნაში მითითებულია, რომ კონსტრუქციაზე მრავლად შეინიშნება მნიშვნელოვანი დაზიანება-დეფექტები. ასევე, აღნიშნულია, რომ მშენებლობის პროცესშივე არასწორად და არასრულყოფილად მოეწყო წყალმომცილებელი სისტემა, სავალი ნაწილი, მოაჯირები, კიბეები და სხვა დეტალები.
ამასთან, დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც ფაქტობრივად, ნაგებობის სრულ დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გულისხმობს”, – აცხადებენ მერიაში.
ხიდის მიმდებარედ ქვეითთა გადასასვლელი და შუქნიშნები გაკეთდა.
უწყება არ წერს, თუ ხიდი ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში შესვლამდე იყო დაზიანებული, როგორ მოხდა, რომ დღემდე არ იქნა ეს ხარვეზები გამოკვლეული,

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.