რა გეგმები აქვს წინასაარჩევნოდ დაშლილ “ნაციონალურ მოძრაობას” – მელიას ფრთა ახალი პლატფორმის შექმნას გეგმავს

რა გეგმები აქვს წინასაარჩევნოდ დაშლილ “ნაციონალურ მოძრაობას” – მმართველი გუნდის განცხადებით, პარტიამ სცენარი დაგეგმა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ახალი პლატფორმა, სადაც შესაძლოა, ძველ პოლიტიკურ სახეებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილიც ვიხილოთ.
ბაჩო დოლიძის განცხადებით, ისინი ახალი პლატფორმიდან გააგრძელებენ ბრძოლას, ვინაიდან ის, რაც ლევან ხაბეიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში ხდებოდა, მიუღებელი და მათ იდეოლოგიას აცდენილი იყო.
ხაბეიშვილის ფრთის წარმომადგენლების განცხადებით კი, პარტიიდან გადინების შემთხვევა პირველი არ არის და ისინი, ვინც “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს, პარტიის საქმიანობაში ჩართული არც ყოფილან.
შეგახსენებთ, ნიკა მელიამ ნაცმოძრაობიდან წასვლის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო და ახალი პარტიაც დააანონსა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია