ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა გაძვირდა ყველაზე მეტად ივლისის თვეში

რა გაძვირდა ყველაზე მეტად ივლისის თვეში

ივლისში ინფლაციამ 4.3% შეადგინა, რაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფასების ზრდის მაქსიმალური მაჩვენებელია.
საქსტატის თანახმად, ივლისში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად 124%-ით ლიმონი გაძვირდა. მეორე ადგილზეა კივი ფასის 65%-იანი მატებით, მესამეზე კი კარტოფილი ფასის 55%-იანი მატებით.
2025 წლის ივლისში ყველაზე გაძვირებული საქონლის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
· ლიმონი124%
· კივი65%
· კარტოფილი55%
· ნიორი35%
· კაკაო32%
· ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი29%
· საავადმყოფოს მომსახურება26%
· ნაყინი26%
· ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები23%
· მანდარინი23%
რაც შეეხება ყველაზე გაიაფებულ საქონელს – წელს ყველაზე მეტად – 27%-ით გაიაფდა კიტრი, ასევე 25%-ით გაიაფებულად ითვლება ინტერნეტის ტარიფი, რადგან გასულ წელს კომპანიებმა ტარიფის შენარჩუნებით ინტერნეტის სიჩქარის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს, ასევე 19%-ით არის შემცირებული წიწაკის ღირებულება, საზამთრო კი 16%-ით არის გაიაფებული.
2025 წლის ივლისში ყველაზე გაიაფებული საქონლის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
· კიტრი-27%
· ინტერნეტის გადასახდელი-25%
· წიწაკა-19%
· საზამთრო-16%
· ქალის შარვალი-16%
· მწვანე ლობიო-15%
· სპორტული ფეხსაცმელი-14%
· მამაკაცის დათბუნებული ქურთუკი-12%
· დიზელის საწვავი-11%
· მაცივარი-11%

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.