ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა განაპირობებს საქართველოში თხილის არასტაბილურ წარმოებას და დაბალ მოსავლიანობას

საქართველოში თხილის წარმოება არასტაბილურია, მოსავლიანობა კი დაბალია - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ კაკლოვანი კულტურების ბაზრის მიმოხილვაში წერია.
საქართველოში თხილის ნარგავი ფართობი 45 ათასამდე ჰექტარია ოფიციალურ 58.8 კადასტრით, ხოლო „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ მიხედვით, თხილი 70-72 ათას ჰექტრამდეა გაშენებული.
საქართველოს თხილის სექტორში არის ძალიან მაღალი ფრაგმენტაცია:
· თხილის ბაღების დიდი ნაწილი მცირე ზომისაა
· 65,000 მოსახლის მფლობელობაშია დაახლოებით 44,000 ჰექტარი, აქედან 31,000 მწარმოებელი საშუალოდ 0.2-0.5 ჰექტარს ფლობს.
Galt & Taggart-ში თხილის წარმოების არასტაბილურობას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან.
„საქართველოში ძირითადად თხილის ჯიში- „ანაკლიური“ იწარმოება და ამასთან, წარმოება საკმაოდ მერყევია; 2018 წლამდე ვარდნა ფაროსანას უკავშირდება, ხოლო 2022-23 წლებში წარმოების ვარდნა ასახავს მომატებულ ნალექს და სხვა არახელსაყრელ გარემოებებს“, - განმარტებულია მიმოხილვაში.
საქართველოში თხილის მოსავლიანობა დაბალია. კონკრეტულად კი 1 ჰა-ზე 0.62 ტონა თხილი მოდის. ამ მაჩვენებლით საქართველო მკვეთრად ჩამორჩება თურქეთს (1.03), აზერბაიჯანს (1.40) და მსოფლიო საშუალოს (1.13). მოსავლიანობის მსოფლიო საშუალომდე მომატების შემთხვევაში, საქართველოს აქვს წარმოების გაორმაგების პოტენციალი.
Galt & Taggart-ის მიმოხილვაში აღნიშნავენ, რომ დაბალი მოსავლიანობა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული:
· 2022 წელს დაბალი მოსავალი უკავშირდება მომატებულ ნალექს მოსავლის მოკრეფის პერიოდში. აღნიშნულის შედეგად, თხილში იმატებს წყლის შემცველობა, რაც შემდგომში პროდუქტს აფუჭებს.
· დაბალი მოსავლიანობის კიდევ ერთი მიზეზი ნერგების არასწორი მოვლა და სასუქის არ გამოყენებაა. სასუქებს უდიდესი გავლენა აქვს წარმოების მოცულობაზე და ხარისხზე, შეწამვლა კი ფაროსანის ეფექტის უარყოფით ზეგავლენას ამცირებს.
· ასევე, აღსანიშნავია თხილის წარმოების ფრაგმენტაცია, რაც წარმოებისთვის განაპირობებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.