ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა გავლენა ექნება ივანიშვილის სანქცირებას ქვეყნის ეკონომიკაზე?

რა გავლენა ექნება ივანიშვილის სანქცირებას ქვეყნის ეკონომიკაზე?

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მოამზადა ანალიზი, რომელშიც განმარტებულია ,ივანიშვილის სანქცირების გავლენით მოსალოდნელი დაუყოვნებელი ეკონომიკური ზემოქმედება და გრძელვადიანი ეკონომიკური რისკები საქართველოსთვის.
პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები გადამწყვეტი მომენტია საქართველოსთვის, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე.
პუბლიკაციის ავტორთა შეფასებით, ივანიშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართულ სანქციებს, რომლებიც იმგვარია, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ნეგატიური ეკონომიკური გავლენა მოსახლეობაზე, აქვს პოტენციალი, შეუქმნას საქართველოს დაუყოვნებელი ეკონომიკური გამოწვევები. ასეთ გამოწვევებს შორის დასახელებულია: ინვესტორების ნდობის შესუსტება, ფინანსური სექტორის შეფერხებები და კაპიტალის გადინების რისკების ზრდა.
ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ისეთ სექტორებში, როგორიცაა უძრავი ქონება, ტურიზმი და ინფრასტრუქტურა, სადაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, სავარაუდოდ უფრო ნელი ზრდა იქნება ინვესტორების შემცირებული აქტივობისა და მარეგულირებელი პრობლემების გამო.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სანქციები ხშირად მოქმედებს, როგორც გამაფრთხილებელ მექანიზმი. მათი ძირითადი ეფექტები შეიძლება დაუყოვნებლივ არ მატერიალიზდეს, რადგან ინვესტორებმა შესაძლოა განმარტონ ისინი [სანქციები], როგორც პოტენციური სამომავლო მოქმედების სიგნალები და არა საბოლოო ზომები. თუმცა, თუ საქართველომ ვერ მიაღწევს პოლიტიკურ პროგრესს და სანქციები გამწვავდება, ეკონომიკური ზემოქმედება შეიძლება უფრო მკვეთრი გახდეს",- ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
გრძელვადიან პერსპექტივაში გამოწვევებად სახელდება: სავაჭრო ურთიერთობებში, პოტენციური გეოპოლიტიკური იზოლაციისა და ალტერნატიულ ბაზრებზე გაზრდილი დამოკიდებულება, რამაც შეიძლება გააღრმაოს ქვეყნის ეკონომიკის მოწყვლადობა.
ავტორები ყურადღებას ამახვილებენ დასავლეთიდან შეწყვეტილ დახმარებებზეც, რაც ძლიერ სიგნალს უგზავნის ინვესტორებს გაზრდილი რისკების შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.