ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა გადაწყვიტა ეკლესიამ სახელმწიფო რელიგიის სტატუსის შეთავაზებაზე

საპატრიარქოში 29 აგვისტოს შეხვედრა შედგა, სადაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ხელისუფლების წინასაარჩევნო შეთავაზება განიხილებოდა. საკითხისადმი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საპატრიარქოსა და მღვდელმთავრების ერთიანი პოზიციაა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობს, დაჩქარებული წესით არ შეიძლება იქნას მიღებული.
ამის შესახებ შეხვედრის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან სასულიერო პირებმა კომენტარები გააკეთეს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ხელისუფლების იდეა მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერების შესახებ მოსწონთ, მსჯელობა გაგრძელდება ფორმაზე, მაგრამ ეს არ იქნება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
„სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემოთავაზება იყო, თუმცა ეს გულისხმობდა თავის შინაარსში ეკლესიის როლის გაზრდას და საკონსტიტუციო ჩანაწერით ამის გამყარებას. ამ შინაარსზე ჩვენ ვთანხმდებით. ოღონდ რა ფორმულირებით იქნება ეს, ამაზე ისევ მიდის მსჯელობა. ერთმნიშვნელოვნად არ იქნება ეს სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების ფორმა. სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ გაკეთდება ეკლესიის თანხმობის გარეშე. ასე რომ, ეკლესიის თავისუფლებას არ დაემუქრება არანაირი საფრთხე“, — აღნიშნა დეკანოზმა და დაამატა, რომ პატრიარქის პოზიციის გარეშე სინოდის წევრები დასკვნას არ გამოიტანენ.
ცნობილია პატრიარქის პოზიციაც, რაზეც მანამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა. მან საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრა პირველმა, დასრულებამდე დატოვა და განაცხადა, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ხელისუფლების შეთავაზება არ არის ის საკითხი, რომლის განხილვაც სასწრაფოდ უნდა მოხდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.