რახან პრემიერია, სხვის სახლშიც მასპინძელი უნდა ყოფილიყო? მიშა კი არაა, ქორწილში რომ სიძედ უნდა ყოფილიყო და გასვენებაში – მკვდარი?

ირაკლი ლატარია, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესახებ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ლატარიას თქმით, რახან პრემიერია, სხვის სახლშიც მასპინძელი ვერ იქნებოდა, რადგან, ის მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავდება, “ქორწილში რომ სიძედ უნდა ყოფილიყო და გასვენებაში – მკვდარი”.
“რახან პრემიერია, სხვის სახლშიც მასპინძელი უნდა ყოფილიყო? მიშა კი არაა, ქორწილში რომ სიძედ უნდა ყოფილიყო და გასვენებაში – მკვდარი? … (დავესესხები გ.გამსახურდიას)..
ჯერ თვითონ შეხვდა (ოფიციალური შეხვედრით) და შემდეგ მივიდნენ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში, სადაც მასპინძელი, სტუმარს ათვალიერებინებდა თბილისის ხედებს….
მაგ დროს წინ უნდა გაქცეულიყო და მე ვარ პრემიერი, მე, მეო და მე დაგათვალიერებინებთ სხვისი სახლიდან ხედებსო? ასე უნდა ექნა?..
მაგრამ თქვენთვის ეგ ყველაფერი უცხოა, რატომ? დაუბრუნდით მეორე აბზაცს..” – წერს ლატარია Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მირიან ივანაძე: სანამ განათლების სამინისტრო და ბიუროკრატიული აპარატი იმაზე ფიქრობს, თუ რა ფერის ჰალსტუხი უნდა ეკეთოს მოსწავლეს და რა უშინაარსო სურათი უნდა დახატოს ისტორიის წიგნის გარეკანზე, რეალური სამყარო სინათლის სიჩქარით მიიწევს წინ და გვტოვებს შუა საუკუნეების წყვდიადში