ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაჭის ტყეების პროტესტის მონაწილეებმა სამინისტროსთან პატარა კარავი გაშალეს

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიმდებარედ რაჭის ტყეების პროტესტის მონაწილეებმა მცირე კარავი გაშალეს.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა პოლიციის მიერ მომიტინგეთა დაკავება. აქციის მონაწილეებს სამინისტროს ეზოში სურდათ შესვლა, რაზეც პოლიციამ უარი უთხრა. ამის შემდეგ მათ დიდი კარვის გაშლა გადაწყვიტეს სამინისტროს გარეთ, რისი საშუალება პოლიციამ ასევე არ მისცა და 11 მომიტინგე დააკავა ადმინისტრაციული წესით, მათ შორის ვარლამ გოლეთიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.