ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაჭის ეროვნული პარკის ფართობი 4 759 ჰექტრით იზრდება

რაჭის ეროვნული პარკის ფართობი 4 759 ჰექტრით იზრდება

რაჭის ეროვნული პარკის ფართობი 4 759 ჰექტრით იზრდება. პარლამენტს განსახილველად საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინა, რომლის მიხედვით, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ხუთი ბუნების ძეგლი: - საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლი, შარეულას მღვიმის ბუნების ძეგლი, უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლი, მურადის მღვიმის ბუნების ძეგლი და კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლი იქმნება. მათ მართვას რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია განახორციელებს.
ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში იქმნება ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი 50 240,4 ჰექტარზე, რომელსაც დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მართავს.
ცვლილებები „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ხორციელდება. პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოამზადა და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.