ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაჭის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებზე, სოფელ გლოლას მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რაჭის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი გლოლას მოსახლეობასთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დაცული ტერიტორიების დაარსების მნიშვნელობასა და განვითარების შედეგად მიღებული სარგებლის შესახებ. ასევე, გაეცნენ რაჭის ეროვნულ პარკში მოქმედ ძირითად რეგულაციებს, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ უფლებებს, დაგეგმილ სოციალურ-ეკონომიკურ აქტივობებს, რომლებიც ადგილობრივი თემების საჭიროებებზე იქნება მორგებული.
რაჭის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი გერმანიის მთავრობის (BMZ/KfW) მხარდაჭერით ხორციელდება. მსგავსი შეხვედრების განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით ეტაპობრივად არის დაგეგმილი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.