რაჭველიშვილი: ოპერამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას 26 მაისს კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრა

საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას 26 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩატარება სურდა, თუმცა აღნიშნულ ინიციატივას ოპერის დირექციამ უარით უპასუხა – ამის შესახებ ქართველი მეცო-სოპრანო სოციალურ ქსელში წერს.

“ჩიტმა ამბავი მომიტანა რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ჩაეტარებინა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.

ოპერის დირექციამ უარი უთხრა. ეს უარი ოპერის დირექციის მხრიდან მათ მიმართ ვინც პარტიის მსახური არ არის პირველი არაა სამწუხსროდ!

დროა ოპერის დირექცია შეიცვალოს სასწრაფოდ!

უკვე დიდი ხანია ვიკავებ თავს და არ ვსაუბრობ იმ აბსოლუტურად მიუღებელ მენეჯმენტის ფორმაზე რომელსაც ვაკვირდები უკვე რამოდენიმე წელია.

სირცხვილია! ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ქვეყანას და არა ამა თუ იმ პარტიების პირად წყენებს და ინტერესებს! სირცხვილია!” -წერს რაჭველიშვილი.

აღნიშნულ ფაქტზე ტაბულა მეტი ინფორმაციის გასაგებად პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკავშირდება

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში