ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„რაჭა ტურისტული კუთხით ვერ განვითარდა“ - ცოტნე ჯაფარიძე

„რაჭა რატომღაც ვერ განვითარდა ტურისტული კუთხით“ - ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განუცხადა.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, პროგრამაში ცდილობენ რაჭის დამატებას, თუმცა უცხოელი ტურისტები უარს ამბობენ იქ წასვლაზე. მისი თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ რაჭის ტურისტული ცნობადობა არის ძალიან დაბალი.
„რაჭა რატომღაც ვერ განვითარდა ტურისტული კუთხით, რაჭა არის ადგილობრივი ქართველებისთვის ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი, მაგრამ იქ ძალიან იშვიათია, რომ უცხოელს შეხვდეთ. ჩვენ როცა ვცდილობთ ხოლმე, რომ რაჭა ჩავსვათ პროგრამაში, როგორც წესი ვერ ვითანხმებთ სტუმარს, იმიტომ, რომ ცნობადობა რაჭის არის ძალიან დაბალი“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.