რაჭაში ტყის სტატუსი შეუწყვიტეს 371.2 ჰექტარს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით რაჭაში 3 712 428 კვ/მ ტერიტორიას სახელმწიფო ტყის სტატუსი შეუწყდა.
„სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ონის სატყეო უბანში მდებარე საერთო ფართობით 3712428 კვ/მ ტერიტორიას შეუწყდეს სახელმწიფო ტყის სტატუსი”, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
3 712 428 კვ/მ არის დაახლოებით 371.2 ჰექტარი. ეს ფართობი დაახლოებით 520 სტანდარტული საფეხბურთო მოედნის ტოლფასია და 15-18-ჯერ აღემატება ვაკის პარკს.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ განკარგულება გულისხმობს ტყის ინვენტარიზაციას, ანუ საუბარია ტყის სტატუსის შეწყვეტაზე ტერიტორიისთვის, “რომელიც ფაქტობრივი მდგომარეობით, ტყით დაუფარავ ფართობს წარმოადგენს. ამასთანავე, ტყის აღრიცხვის სამუშაოებისას გამოვლინდა ფართობები, რომლებიც ფაქტობრივი მდგომარეობით წარმოადგენს ტყის ეკოსისტემის ნაწილს, თუმცა, სახელმწიფო ტყის საზღვრებში არ იყო შეტანილი. სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე განხორციელდა ტყის საზღვრების კორექტირება. შედეგად, ონის მუნიციპალიტეტში ტყის სტატუსი შეუწყდა 3,7 მილიონ კვადრატულ მეტრს, მაგრამ ტყის სტატუსი ენიჭება 16 მილიონ კვადრატულ მეტრს”.
აღსანიშნავია, რომ განკარგულება, რომლითაც ონის მუნიციპალიტეტში 16 მილიონ კვადრატულ მეტრს ტყის სტატუსი ენიჭება, ჯერჯერობით მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ არის. ნეტგაზეთი ცდილობს ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება