პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოცხადდა

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის’’ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული სპეციალური ლიცენზია გაუქმდა.
28 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი დაიწყო.
“სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები; დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მოსაზრებები და არგუმენტები სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. განხილვის შედეგად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო”, – ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.