ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაც შეიძლება სწრაფად სანქციები… – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ოფშორების შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებულად მიღებული კანონი ბიძინა ივანიშვილის ხელში ინსტრუმენტია, რომელიც სანქცირების შემთხვევაში მას საშუალებას მისცემს ფული და აქტივები გადაიტანოს საქართველოში.
ამის შესახებ მან დღეს, 23 აპრილს, ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც ევროპარლამენტარებთან ერთად „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამიაც მონაწილეობდა.
„რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ვფიქრობ, უნდა დავაწესოთ სანქციები, რაც შეიძლება სწრაფად, რომ ეს სანქციები მიმართული იყოს მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, საქართველო რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნას. ეს მიუღებელია. „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა გაგვასულელოს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა და დასძინა, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
როგორც ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, „ქართული ოცნება“ მათ ვერ მოატყუებს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.