რაც უფრო ნაკლებად იქნება რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის – ეს არის ქართული დემოკრატიის გაჯანსაღების ფორმულა

რაც უფრო ნაკლებად იქნება რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის – ეს არის ქართული დემოკრატიის გაჯანსაღების ფორმულა
რაც უფრო ნაკლებად იქნება რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის. ეს არის ქართული დემოკრატიის გაჯანსაღების ფორმულა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„რაც უფრო ნაკლები რადიკალი და ექსტრემისტი იქნება საარჩევნო სიაში, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის. რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ ზოგიერთ ლიდერს – მოსთხოვონ იმ ელჩებსა და უცხო პოლიტიკოსებს, რომლებმაც ისინი შეაგულიანეს, რომ შეიძლება არ აღიარონ საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ავალდებულებს მათ, რომ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში. როდესაც პოლიტიკოსი კონსტიტუციას არღვევს, თუ ის არ არის , მათ არ ეპატიებათ. სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ ევროკავშირის მხრიდან ეპატია, რომ პირდაპირ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ცოტა მეტი რჩება. ოპოზიცია საერთო პოზიციაზე ვერც ამჯერად ჩამოყალიბდა. ნაწილს არჩევნების ჩაშლის სურვილი აქვს და ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ნაწილი კი არჩევნებისთვის ემზადება. ამ ფონზე ოპოზიციას ისევ ერთიანობისკენ მოუწოდებს .

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში