ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაც უნდა პარტნიორი და მეგობარი იყოს უცხო ქვეყანა, საქართველოს ერთადერთი, მეგობარი არის ქართველი ხალხი, ყველა სხვა ქვეყანა არის უცხო - შალვა პაპუაშვილი

რაც უნდა პარტნიორი და მეგობარი იყოს უცხო ქვეყანა, საქართველოს ერთადერთი, მეგობარი არის ქართველი ხალხი, ყველა სხვა ქვეყანა არის უცხო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ორმა თვემ, რადიკალური ოპოზიციისა და მათი მოკავშირე „ენჯეოების“ პოზიციამ აჩვენა, რომ ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხის ინტერესი, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს დგანან ოპოზიცია და მათი მოკავშირე „ენჯეოები“, რომლებიც უცხო ქვეყნების ინტერესით მოქმედებენ.
„ჩვენი ერთადერთი მთავარი სამოძრაო ინტერესი ქართველი ხალხის ინტერესია, დანარჩენი ხალხების ინტერესი არის მათი ქვეყნების საფიქრალი და წარმოსადგენი და არა იქიდან დაფინანსებული „ენჯეოების“ გასატარებელი. ამიტომ, ეს არის, რომ, საერთო ჯამში, არეული აქვთ თავიანთი ორიენტაცია. დაბადებით არიან ქართველები, საქართველოს მოქალაქეები და დგანან უცხო ქვეყნებისა და ჯგუფების სამსახურში, ეს არის ფაქტი. მათ შორის ერთ-ერთმა დაადასტურა კიდეც. გახსოვთ ხატია დეკანოიძე, რომელსაც შევახსენე, რომ ის ფორმალურადაც კი უცხო ქვეყნის სამსახურში იყო ჩამდგარი. სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე, სამსახურზე გაყიდა ქართული პასპორტი. შემდეგ დაბრუნდა. გახსოვთ მისი დაქადნებები, რომ მუშაობდა უკრაინისა და აშშ-ის სამსახურებთან, რათა საქართველოს მიმართ გამოეწვია სანქციები. ასე რომ, რიგ შემთხვევებში წამოცდენებიც აქვთ ხოლმე, რომ უცხო ქვეყნებზე მუშაობენ და ეს არის ფაქტი, ამას ხედავს ქართული საზოგადოება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.