ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“რაც უარესი – უკეთესი” – ასლან ბჟანია ზურაბიშვილს აკრიტიკებს

“რაც უარესი – უკეთესი” – ასლან ბჟანია ზურაბიშვილს აკრიტიკებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ასლან ბჟანია საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს და RIA-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას “აფხაზეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ რაიმე სიმპათია არ აქვს”.
“ძალიან მეეჭვება, რომ სალომე ზურაბიშვილს რაიმე სიმპათია ჰქონდეს აფხაზეთის ხელისუფლების ან აფხაზური ოპოზიციის მიმართ. ვფიქრობ, ის ხელმძღვანელობს პრინციპით – “რაც უარესი, მით უკეთესი.” ამიტომაც გვილოცავს. მას არ აინტერესებს აფხაზური სახელმწიფოს არსებობა. ეს ცხადი და გასაგებია. მე სწორედ ასე მესმის მისი მილოცვა,” – განაცხადა ბჟანიამ ზურაბიშვილის მიერ გამოხატული სოლიდარობის განცხადების შესახებ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია„თანამდებობიდან“ გადადგა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის “აჩქარებულ ნაბიჯებს აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით” გმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.