ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაც დღეს ევროპარლამენტში ხდება, არის დიდი სირცხვილი – ნინო ფოჩხუა

ის რაც დღეს ევროპარლამენტში ხდება, არის დიდი სირცხვილი. ალბათ მოვა დრო და მომავალ ევროპარლამენტს თუ რა თქმა უნდა, მანამდე იარსება და არ დაასრულა “დიფ სთეითმა,” შერცხვება დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობის, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, “დიფ სთეითი” ანგრევს ევროკავშირს და იმედია გამონდება ძალა, რომელიც შეაჩერებს “ომის პარტიის” გავლენას ევროპაზე, რაც შეეხება დღეს მიღებულ რეზოლუციას, ექსპერტის თქმით, მისი სერიოზულად აღქმა შეუძლებელია. “ის რაც დღეს ევროპარლამენტში ხდება, არის დიდი სირცხვილი.
ალბათ მოვა დრო და მომავალ ევროპარლამენტს თუ რა თქმა უნდა, მანამდე იარსება და არ დაასრულა “დიფ სთეითმა,” შერცხვება დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობის. “დიფ სთეითი” ანგრევს ევროკავშირს, ნუთუ არ გამოჩნდება ვინმე ჭკვიანი, ვინც შეაჩერებს “ომის პარტიის” გავლენას ევროპაზე. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადებაც ზუსტად ამ თემას შეეხო.
“ქართული ოცნება” ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსურვებს გამარჯვებას “დიფ სთეითზე,” ასევე უსურვებს ევროპას გამოფხიზლებას და თავის დაღწევას “დიფ სთეითის” გავლენებისგან. “ქართული ოცნება” ამ ბრძოლაში იდგება პატრიოტი ევროპელების გვერდით. რაც შეეხება დღევანდელ სამარცხვინო რეზოლუციას და მის შემდგენელ ევროპარლამენტარებს, ამის სერიოზულად აღქმა ყოვლად შეუძლებელია.” – წერს ფოჩხუა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.