რაც დააანონსა ნაციონალურმა მოძრაობამ – თავად დაემართათ, დააანონსეს რიგგარეშე არჩევნები, არეულობა, საქართველოს დაშლა – თვითონ მიიღეს და თავად დაიშალნენ მარტივ მამრავლებად

რაც დააანონსა ნაციონალურმა მოძრაობამ – თავად დაემართათ, დააანონსეს რიგგარეშე არჩევნები, არეულობა, საქართველოს დაშლა – თვითონ მიიღეს და თავად დაიშალნენ მარტივ მამრავლებად
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რევოლუციით მუქარას ეხმიანება. დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციის სურვილი ქვეყანაში მოხდეს რევოლუცია ახალი არ არის და ამას „ხალხის ძალა“ განცხადებებით პასუხობდა. მისი განმარტებით, უკვე ღიად ჩანს, რომ ამერიკაში გაჟღერებულ მუქარებს საქართველოში ოპოზიციამაც აუბა მხარი და ახლა ამის უარყოფა აღარ გამოუვათ. მაჭარაშვილი იხსენებეს, რომ ყველაფერი რითიც ნაციონალური მოძრაობა იმუქრებოდა თავად მათ დაემართათ, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნები, არეულობა და პარტიის დაშლა.
„რუხაძეს ახალი არაფერი უთქვამს. რუხაძე იქნება თუ ნებისმიერი ოპოზიციონერი, ადრეც ამბობდნენ, რომ რევოლუცია უნდათ და როდესაც ამას „ხალხის ძალა“ განცხადებებით ვპასუხობდით – აბა სად ვამბობთ ამასო. აი ბატონო, ამერიკაშიც პირდაპირ გვითხრეს და აგერ უკვე საქართველოშიც აუბეს მხარი , მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ გამოუვათ. რაც დააანონსა ნაციონალურმა მოძრაობამ, თავად დაემართათ. დააანონსეს რიგგარეშე არჩევნები – თვითონ მიიღეს, დააანონსა არეულობა- ესეც საკუთარ პარტიაში მიიღო, დააანონსა საქართველოს დაშლა და თვითონ დაიშალა მარტივ მამრავლებად. ახლა რევოლუციას აანონსებს და აუცილებლად მიიღებს საკუთარ პარტიაში.“-აღნიშნა მაჭარაშვილმა.
Previous: როგორც კოლონიას ისე გვიყურებენ. ეს კი შემთხვევითი არ არის. იყო პერიოდი, როცა საქართველოს ხელისუფლება ისე მოქმედებდა, რა დავალებასაც მიიღებდნენ „მეგობრების“ მხრიდან, ახლაც ასე სურთ, მაგრამ აღარ გამოუვათ

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს