ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაც ბიძინას მონა პაპუაშვილმა ილაპარაკა, არის რუსების მიერ მოგონილი – ელენე ხოშტარია

რაც ბიძინას მონა პაპუაშვილმა ილაპარაკა, არის რუსების მიერ მოგონილი – ელენე ხოშტარია

“დროას” დაკავებული ლიდერი, ელენე ხოშტარია “ოცნების” სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ციხიდან ეხმაურება:

ამ ხელისუფლების მიერ პარტიების აკრძალვა ისევე უკანონოა, როგორც მთლიანად  ეს არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლება. დღეს რაც ბიძინას მონა პაპუაშვილმა ილაპარაკა, როგორც გადაწერა საქართველოს თანამედროვე ისტორია, არის რუსების მიერ შეთხზული და მოგონილი მათი კოლონიის ისტორია.
საქართველო რუსეთის კოლონია არასდროს, არასდროს გახდება. ხოლო ეს თანამედროვე ორჯონიკიძეები კი არასდროს, არასდროს დაგვავიწყდება!
ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე
28/10/2025

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.