“რაც არ უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი და დაუნდობელი მისი ძალაუფლება, დასასრული გარდაუვალია“ – სალომე ზურაბიშვილი

“მუდმივი არაფერია, რაც არ უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი და დაუნდობელი მისი ძალაუფლება, დასასრული გარდაუვალია, მათი დასასრული კი თითქმის ყოველთვის უმძიმესია!“,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.
სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს.
“ნერონი, კალიგულა, დომიციანე, თემურ ლენგი, სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი, ჩაუშესკუ, პოლ-პოტი, კადაფი, სადამ ჰუსეინი, ბაშარ ალ-ასადი, მადურო…
მუდმივი არაფერია და რაც არ უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი და დაუნდობელი მისი ძალაუფლება, დასასრული გარდაუვალია! და მათი დასასრული კი თითქმის ყოველთვის უმძიმესია!”, – წერს ზურაბიშვილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.