ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაში ხარჯავენ საზღვარგარეთ მოგზაურობისას საქართველოს მოქალაქეები ყველაზე მეტს?

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 562.1 ათასი შეადგინა, რაც 3.4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მონაცემებს გამყვანი ტურიზმის შესახებ საქსტატი აქვეყნებს.
რაც შეეხება ხარჯებს, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 594.3 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 15.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის II კვარტალთან შედარებით 11.7%-ით გაიზარდა და 1 057.2 ლარი შეადგინა.
საქართველოს რეზიდენტმა ვიზიტორებმა საზღვარგარეთ აპრილი-ივნისის პერიოდში ყველაზე მეტი თანხა - 228 მლნ ლარი საყიდლებზე დახარჯეს, რაზედაც 38.4%-იანი წილი მოდის. მეორე ადგილზე - საკვები და სასმელი იყო 156.1 მლნ ლარით (26.3%), მესამეზე - განთავსება - 91.3 მლნ ლარით, შემდეგ მოდის ადგილობრივი ტრანსპორტი და გასართობი და კულტურული ღონისძიებები.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.