“რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას და, სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს” – გახარია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ, 17 სექტემბერს, გამართული შეხვედრის შემდეგ, დღეს გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც მოლაპარაკებების შემდეგ ორმა პოლიტიკოსმა განაცხადა, შესაძლო გაერთიანების თაობაზე შეთანხმება მიღწეული არაა და კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.
“პრეზიდენტს დაველაპარაკები, სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას და, სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება, ჩემდა სამწუხაროდ. მამუკას უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ჯერჯერობით ამის შეთანხმება. ვნახოთ, დაველოდებით”, – ამბობს გიორგი გახარია.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: მარტო შალვა პაპუაშვილი ხომ არ არის წმინდა ძროხა, რომლის გინების გამოც ადამიანებს ციხეში უშვებ?! ვახომ რა დააშავა, იაგომ რა დააშავა, ირაკლიმ რა დააშავა ან სხვა ვიღაცამ რა დააშავა?