“რაღაც “კუტოკმა”, კერძოდ freebusiness-მა ჩათვალა, რომ დემოკრატიის ბურჯი მედია არის 3 არხი” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
რაღაც კუტოკმა, კერძოდ freebusiness-მა ჩათვალა, რომ საქართველოში დემოკრატიის ბურჯი მედია არის 3 არხი. კუტოკს ვუსურვებ თვალსაწიერის გაფართოებას, მიზეზ–შედეგობრიობის გააზრებას, იმის გაცნობიერებას, რატომ აქვს საქართველოში დედა ნატირები დამოუკიდებელ მედიას ქრონიკულად. მეტს არაფერს დავწერ ამ ეტაპზე. შეიძლება სუბიექტურად გამოვჩნდე, თან კოლეგიალობა, მეგობრობა, ესა, ისა, მეც ცოტა კუტოკური თავშეკავება მჭირს როგორც ჩანს. თუმცა, ერთხელ თუ არ დამეზარა, დავჯდები და დეტალურად მოგიყვებით, რატომ აქვს ქრონიკულად, წლების მანძილზე დედა ნატირები ამ ქვეყანაში დამოუკიდებელ მედიას. მაგის მეტი რა ვიცი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.