ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაქვიაშვილი MEGOBARI Act-ზე: გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ 1 სენატორის ინიციატივას

მე მგონი, გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ 1 სენატორის ინიციატივას, რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს. მაგრამ, თუ ოდესმე ეს ინიციატივა მაგიდაზე მართლა, სერიოზულად დაიდება, მე მგონი, საქართველოში ადამიანი არ მოიძებნება, ვინც გაბედავს და ამაზე უარს იტყვის. იმიტომ, რომ თუ აშშ-სთან ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა და სამხედრო დახმარება გვექნება და ვინმე გაბედავს და იტყვის, ეს ყველაფერი არ მინდაო და აგენტების კანონს გადააყოლებს, ვინც იქვე, გვერდზე ეყოლება, ამ ადამიანს პირველი სცემს და დიდი აქციების მოწყობა არც კი მოგვიწევს. ეს მართლაც ძალიან მაგარი ამბავი იქნებოდა, უბრალოდ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი სენატორის ინიციატივაა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.