ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაქვიაშვილი: კობახიძემ ვიდეოში თქვა, რომ არაბების პროექტის მოგების 33% მთავრობის იქნება... სხვა სიტყვებით, 6 მილიარდი ლარის მოგების ხათრით, ინვესტორმა 6.6 მილიარდი დოლარი უნდა დახარჯოს

რაქვიაშვილი: კობახიძემ ვიდეოში თქვა, რომ არაბების პროექტის მოგების 33% მთავრობის იქნება... სხვა სიტყვებით, 6 მილიარდი ლარის მოგების ხათრით, ინვესტორმა 6.6 მილიარდი დოლარი უნდა დახარჯოს
"კობახიძემ ვიდეოში თქვა, რომ არაბების პროექტის მოგების 33% მთავრობის იქნება და რომ ეს 2 მილიარდი ლარია 10 წლის მანძილზე. ანუ გამოდის, რომ მთლიანი პროექტის მოგება 6 მილიარდი ლარია. სხვა სიტყვებით, 6 მილიარდი ლარის მოგების ხათრით, ინვესტორმა 6.6 მილიარდი დოლარი უნდა დახარჯოს.
ჰოდა, მერე იტყვიან, ჩვენი რატომ არ გჯერათო..." - წერს გირჩის პარტია გირჩის ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში სპეციალურ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს საქართველოში, 6 მილიარდიანი არაბული ინვესტიციისა და „მომავლის ქალაქების“ მშენებლობის შესახებ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება, დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-თან ერთად, შავიზღვისპირა გონიოსა და თბილისის მიმდებარედ, კრწანისში გეგმავს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.