არქივი27 აგვისტო, 2025, 12:57
რაფაელ გროსი - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების პირველი ჯგუფი ირანში დაბრუნდა და მუშაობას მალე გავაგრძელებთ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ სააგენტოს ინსპექტორები ირანში დაბრუნდნენ.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების პირველი ჯგუფი ირანში დაბრუნდა და მუშაობას მალე გავაგრძელებთ“, - განაცხადა რაფაელ გროსიმ.
მისი თქმით, ირანში ბევრი ბირთვული ობიექტია, რომელთაგან ზოგიერთი ისრაელისა და აშშ-ის მიერ დაიბომბა.
შეგახსენებთ, IAEA-ს ინსპექტორებმა ირანი ივნისში, ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის დაწყებამდე დატოვეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.