ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაუფოღლუ: მოსალოდნელია, MEGOBARI Act-ის ინიციატივა კონგრესში დღეს წარადგინონ

Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ კონგრესიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხო კანონპროექტის - MEGOBARI Act-ის კონგრესში წარდგენას, სავარაუდოდ, დღეს აპირებს.
"განახლება!!! მოსალოდნელია, რომ "საქართველოს სანქციების" ინიციატივა (MEGOBARI Act-ის კანონპროექტი) სავარაუდოდ, დღესვე იქნება წარდგენილი. კონგრესიდან წყარომ მაცნობა", - წერს ის X-ზე.
UPDATE!!!! “Georgia Sanctions” legislation, (aka MEGOBARI bill) is expected to be introduced as early as today, a congressional source tells me. #StandWithGeorgianPeople #NOtorussianlaw— Alex Raufoglu (@ralakbar) May 23, 2024
POLITICO-მ კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტი მოიპოვა, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.