“რატომ უწევს მშობელს შვილის ავადმყოფობის ვიდეოს დადება იცით?” – იარაჯული
უფლებადამცველი, თამარ იარაჯული:
არ არსებობს დედა რომელსაც შვილის ავადმყოფობის ვიდეოს დადება უხარია, ეს ცალკე სიკვდილს უდრის მშობლისთვის მაგრამ ჩემთვის ხშირად ბავშვის ისტორიის მოსმენა ვიდეოს ნახვაზე მეტ უბედურებას ამბობს, რატომ უწევს მშობელს ვიდეოს დადება იცით? იმ ადამიანებისთვის ვისაც მოკითხვაზე მეტად განკითხვა ეხერხებათ, არ მადარდებს რას აკომენტარებს ის ერთი სულ რომ ტალახში ვიღოღო ჩემთვის ყველა გზა მისაღებია ჩემი შვილის ცხოვრების შესანარჩუნებლად გაბედა და ერთმა ვიღაცამ მოკითხვის ნაცვლად განიკითხა ვიდეო თურმე რატომ ვდებთ იმიტომ რომ ასეა საჭირო როცა მის მდგომარეობას ვერ აფასებ ბავშვის ისტორიით იქნება დაინახო რა დაწერო და მოიკითხო! დიდი ხანია აღარ მაინტერესებს ბოროტი ხალხის აზრი ჩემი მთავარი მიზანი შვილის გამოჯანმრთელებაა და კიდევ ერთი სიტყვა ონკოლოგია მაშინებს მაგრამ იცოდეთ არის უფრო საშიში დიაგნოზები სხვა სახელით, უბრალოდ მოიკითხე და ნუ განიკითხავ არ იცი ამ ყველაფრის უკან რა დგას და რა ხდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.