რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, იმის გამო, რომ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს?

თბილისის მერის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს.
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„დღევანდელ მსოფლიოში ისეთი წარმოუდგენელი რამეები ხდება, რომ რთულია, რაიმეზე წინასწარ გააკეთო განმარტება. რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რის გამო? იმის გამო, რომ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, არავის აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს და ამით დაგვეზარალებინა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკონომიკა, მშრომელი ადამიანი, მცირე და საშუალო ბიზნესი? ამის გამო დასანქცირება წარმოუდგენელია. ისეთი უსამართლობები ხდება მსოფლიოში, წარმოუდგენელია. თუმცა, ვფიქრობ და მინდა მჯეროდეს იმის, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი რამ გადალაგდება და ყველაფერი დაუბრუნდება სამართლიანობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მათ ვერანაირი განმარტება ვერ მოისმინეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასანქცირდა ბიძინა ივანიშვილი.
„ყველაფერს რუსულს არქმევენ, როდესაც საქმე ეხება პატრიოტიზმს და ქვეყნის ინტერესების დაცვას. ბევრჯერ გაგვიკეთებია განმარტება და კიდევ გავიმეორებ, ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს სხვა, დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამით დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა და მისი მოსახლეობა. ზოგიერთმა ქვეყანამ და მისმა წარმომადგენელმა ახლა გაიგო, რომ მოატყუეს ისინი, უბედურებაში აცხოვრეს, ახლაც უბედურება ხდება იმ ქვეყანაში და დღეს გაიგო თურმე, რომ მოტყუებულ

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით