ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“რატომ უბიძგებთ ჯარს, გაუჩნდეს უარყოფითი დამოკიდებულება პროტესტის მიმართ? პრობლემები ცოტა გვაქვს? მომხრეების შეთხელება გვინდა?” – გიორგი თავდგირიძე

“რატომ უბიძგებთ ჯარს, გაუჩნდეს უარყოფითი დამოკიდებულება პროტესტის მიმართ? პრობლემები ცოტა გვაქვს? მომხრეების შეთხელება გვინდა?” – გიორგი თავდგირიძე

ვინც ვერ გაიგებს, კიდე ბევრჯერ გავუმეორებ: ის, რომ დღეს რუსეთის გუბერნია არ ვართ, ძლიერი საპროტესტო განწყობის გარდა, იმის დამსახურებაცაა, რომ ოცნებამ ჯარის ვერც დაშლა მოახერხა და ვერც დამონება. მიუხედავად ერთი შეხედვით ნეიტრალურობისა, ჯარში არსებული განწყობა არის დიქტატურის მთავარი მუხრუჭი. რატომ გინდათ და რატომ უბიძგებთ ჯარს, რომლის მთავარი ამოცანა საგარეო მტერთან გამკლავებაა, გაუჩნდეს უარყოფითი დამოკიდებულება პროტესტის მიმართ? განსახილველი თემები დაგელიათ? პრობლემები ცოტა გვაქვს? მომხრეების შეთხელება გვინდა? ჯარი მიიღეთ ისეთი როგორიც არის, ნეიტრალური შიდა პოლიტიკური პროცესების მიმართ. ამ თემის უფრო ღრმა განხილვა უბრალოდ მავნებლობაა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.