რატომ მუშაობს ,,ტვ პირველი” შეფერხებით?

რატომ მუშაობს ,,ტვ პირველი” შეფერხებით? განმარტებას არხის საინფორმაციოს უფროსი, ნოდარ მელაძე აკეთებს:
,,დაუდეგენელ ვითარებაში დაზიანდა, ტელევიზიის ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი. ამ დროისთვის ვცდილობთ აღდგეს, სათადარიგო ქსელით არხის მაუწყებლობა.
იქ სადაც გაითიშა, წესით სარეზერვო სიგნალით უკვე უნდა იყოს ჩართული ტვ პირველი.
ამ დრომდე ვერ ხერხდება, გარე ჩართვის მოწყობილობების და სტუდიის დაკავშირება, ვერ ვაკეთებთ პირდაპირ ჩართვებს, ვერც თბილისიდან ვერც საქართველოს რეგიონებიდან.
ველით მომსახურე კომპანიისგან უფრო მეტს დეტალს, რა ვითარებაში დაზიანდა თუ გადაჭრეს ჩვენი მაგისტრალური კაბელი.”

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე