ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რატომ მოკლა 15 წლის გოგომ 74 წლის ტაქსისტი? – ახალი დეტალები

თავდაცვა თუ სხვა მიზეზით ანგარიშსწორება? – რატომ გაიმეტაა 15 წლის გოგომ პენსიოენერი ტაქსისტი სასიკვდილოდ? “პირველების” ინფორმაციით, დაკავებული სკოლის მოსწავლე ჩადენილ მკვლელობას აღიარებს.
მოზარდი ირწმუნება რომ 74 წლის მამაკაცი მასზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა, რის გამოც თავდაცვა გადაწყვიტა. გარდაცვლილ მამამაკაცს სხეულზე 40-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. სკოლის მოსწავლე კი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და ბრალის წარდგენას ელოდება.
შემზარავი დანაშაული სურამთან ახლოს, მინის ქარხნის დასახლებასთან მოხდა. სკოლის მოსწავლე სურამში დასასვენებლად იყო ჩასული. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.